აკადემიურ წრეებთან "ჟიული შარტავას საზოგადოების" გამგეობის წევრთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ჟიული შარტავას საზოგადოების გამგეობის წევრთა სამუშაო შეხვედრა აკადემიურ წრეებთან თემაზე: ეროვნული ერთიანობის საკითხების მეცნიერული კვლევის ამოცანები თანამედროვე ეტაპზე.

სხდომა გახსნასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ხოლო მოხსენება გააკეთა ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ.

ინფორმაციითსახელმწიფო პროგრამის ,,სამშვიდობო პოლიტიკა – ერთიანი საქართველოსთვის’’ (სისტემური ანალიზი) კონცეფციის შესახებსხდომის მონაწილეთა წინაშე წარსდგა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე

საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღესსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკისმთავრობის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, თბილისის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებმა და სამეცნიერო - ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებმა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ამ მიმართულებით სამეცნიერო ძალების კოორდინირების გაუმჯობესებისა და ერთობლივი თანამშრომლობის სრულყოფის აუცილებლობის შესახებ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp