რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე: "გრიგოლია უკონტაქტო გაუპატიურებისთვის ჩივის"

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა ტელეკომპანია "პირველის" წამყვანს ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფა მიაყენა.

"ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის" - წერს ლევან ონიანი "ქართული ოცნების" ერთერთი აქტივისტის "პოსტის" კომენტარებში.

გუშინ, 11 ივლისს საავტორო გადაცემაში "რეაქცია" ინგა გრიგოლიას სტუმარი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო, რომლის გადადგომას რუსთაველზე მიმდინარე ქაციის მონაწილეები უკვე 22 დღეა, ითხოვენ.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp