გიგა ბოკერია: "ექვსი ტყუილი, რომელიც გუშინ გიორგი გახარიამ თქვა"

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას დაკვირვებით, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "პირველისთვის" გუშინ მიცემულ ინტერვიუში ექვსი ტყუილი თქვა. 

"გახარიამ მოიტყუა, მათ შორის იმაზე, რომ რუსი დეპუტატის ქვეყანაში არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

"პრაქტიკულად, ყველაფერი მოიტყუა, ოპოზიცია არ გვაფრთხილებდა გავრილოვზეო", „ევროპული საქართველო“ – გიორგი კანდელაკი, მერე მეც, დღეებით კი არა კვირებით ადრე ვაფრთხილებდით, რომ მისი შემოშვება იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო - ეს პირველი ტყუილი; მეორე – სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა არ შემოშვებისო. არანაირი ფორმალური საფუძველი არ სჭირდება, თუმცა საფუძველიც იყო, აფხაზეთის ომის მონაწილე, არასასურველი ფიგურაა და არ უნდა შემოეშვათ; მესამე – დაგეგმილი იყო ეს ყველაფერიო. კობახიძე, რომ გადამდგარიყო პირველ დღეს, აქცია მთავრდებოდა საერთოდ. ამის მაგივრად თქვეს, რომ არც განვიხილავთ ამ საკითხსო. მეოთხე - თუ უნდოდათ, რომ ნაკლები რისკი ყოფილიყო, პოლიცია, სპეცრაზმი რატომ გამოიყვანეს ჯებირს გარეთ? თუ ვინმე შეჭრას ცდილობდა პარლამენტში, თუ ვინმე შეიჭრებოდა, დაეკავებინათ რა პრობლემაა?! მეხუთე – გავაფრთხილეთ მომიტინგეებიო. ეს რა უტიფრობაა. სად გააფრთხილეს, დინამიკი ვერ მოიტანეს, რომ ხალხს გაეგო ამის შესახებ.მეექვსე – თურმე ათეული, თუნდაც ასი კაცი იქცეოდნენ ძალადობრივად და მეც ვნახე, რომ ასე იქცეოდნენ, დანაშაულს სჩადიოდნენ, და რა შუაშია დანარჩენი 10 ათასი?,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს