"იმედი მაქვს, ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნება ანაკლიის პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის"

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნება და პოლიტიკურ პროცესებში შესაძლო ჩართვა ანაკლიის პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის

„რაც შეეხება ბატონი მამუკა ხაზარაძის განცხადებას, მას, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, წამოიწყოს როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, ასევე ჩაებას პოლიტიკაში. იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, რომ ეს ამ პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის. საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ, რომელიც უშუალოდ პროექტის განხორციელებაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის: 9 ივლისს “თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს