ზელენსკიმ რადაში ლუსტრაციის კანონპროექტი შეიტანა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ექს–პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს მმართველობის პერიოდში მაღალ თანამდებობებზე მყოფი ჩინოვნიკების ლუსტრაცია მოითხოვა. ზელენსკიმ რადაში ლუსტრაციის კანონპროექტი უკვე შეიტანა. 

ინიციატივის მიხედვით, აკრძალვა 10 წლით უნდა გავრცელდეს ისეთ სახელმწიფო თანამდებობებზე, როგორებიცაა პრეზიდენტი, პრემიერ–მინისტრი, ვიცე–პრემიერები, დეპუტატები, რადის სპიკერი, მინისტრები, გენპროკურორი, ასევე უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, ეროვნული ბანკის, ანტიმონოპოლიური კომიტეტის, სახელმწიფო ქონების ფონდისა და სახელმწიფო ტელე-რადიო კომიტეტის ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე. კანონპროექტის განმარტებით, ჩანაწერში ნათქვამია, რომ ინიციატივის ამოცანა სამომავლოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრევენციაა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp