უკრაინელმა ჟურნალისტმა კრემლის ლიდერს აგინა [ვიდეო]

12 ივლის უკრაინელმა ტელეწამყვანმა არტიო ოვდიენკომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვლადიმირ პუტინისადმი მიმართვა, რომელიც ბილწსიტყვაობასც შეიცავს.   

„რუსთავიორელი" კოლეგები ტყუილს არ მათქმევინებენ, პუტინ შენ „ხუილო“ ხარ და რაც ადრე გიხილავთ კუბოში თეთრი ჩუსტებით, მით მეტ საფერავსა და წინანდალს დავლევთ ერთად ამ ბედნიერ დღეს. მანამდე ვიდრე შენ ბოტოქსს საბოლოოდ არ შეუჭამია შენი ტვინი აგვიხსენი, რას მოძვრები ჩვენთან? რატომ ვერ აყენებ შენ მოშვებულ საჯდომს? მოძვრები და მოძვრები ჩვენთან - უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში“,– მიმართავს კრემლის ლიდერს ჟურნალისტი. 

უკრაინელი წამყვანის თქმით, პუტინს პრობლემები საკმარისზე მეტი აქვს თავის ქვეყანაში და საქართველოს და უკრაინის ნაცვლად თავის ქვეყანას მიხედოს.

ცნობისთვის: 7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp