გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ქართველ ლგბტქი აქტივისტებს შეხვდა

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში მიხაელ როთი ქართველ ლგბტქი აქტივისტებს შეხვდა. 

​„საქართველოში ლგბტი თემის წარმომადგენლები დისკრიმინაციასა და შევიწროვებას განიცდიან. დღეს მე შევხდი მარიამს და გიორგის, ორ მამაც აქტივისტს, რომლებიც იბრძვიან პატივისცემისთვის, თანასწორობისთვის და მრავალფეროვნებისთვის. მათ სოლიდარობა და მხარდაჭერა სჭირდებათ”, – წერს გერმანიის სახელმწიფო მინისტრი "ტვიტერში" პირად გვერდზე. 

მიხაელ როთი მონაწილეობს ბათუმში მიმდინარე კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს ეძღვნება.

"ეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა ეკლესიებისთვის, რომ გააძლიერონ საზოგადოებები, რომლებიც გამოხატავენ პატივისცემასა და ტოლერანტობას უმცირესობების მიმართ, განსაკუთრებით ლგბტი ადამიანების მიმართ", - განაცხადა მიხაელ როთმა 11 ივლისს კონფერენციაზე.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს