საქართველოს საპატრიარქო პუტინის ანტიქართულ განცხადებაზე სწრაფ რეაგირებას ითხოვს

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ ​პუტინის განცხადება ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული ჩვენგანისთვის და განხორციელდეს სწრაფი რეაგირება. 

საპატრიარქო პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის გადაწერის მცდელობას არასწორ ინტერპრეტაციას უწოდებეს. 

„ა.წ. 9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ბატონ ვლადიმირ პუტინის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არც თუ ისე შორეული წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ ჩვენს ხალხში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ამგვარი დამახინჯება ისტორიული ფაქტებისა, არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული ჩვენგანისთვის და განხორციელდეს სწრაფი რეაგირება, რათა, როგორც ჩვენი ქვეყნის ზოგადი ისტორიის, ისე მისი ცალკეული ეტაპების შესახებ არსებული სამეცნიერო გამოკვლევები და პოპულარული ენით დაწერილი მასალაც მსოფლიოში გასავრცელებლად კვალიფიციურად შეირჩეს და დროულად ითარგმნოს ინგლისურ, რუსულ და სხვა უცხო ენებზე. ამ პროცესში კი ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ასევე, აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიები პრობლემურ საკითხებზე.

საქართველოს საპატრიარქო მზად არის, ისტორიულ რეალობებზე მსჯელობისათვის კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობაში ყველა მხარეს შეუწყოს ხელი“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებ, რომ კრემლის ლიდერმა 9 ივლისს საქართველოს ისტორიის გადაწერა სცადა. მან საქართველო საკუთარი, თუმცა ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაში, ამასთან ოსების გენოციდში დაადანაშაულა. 

იხილეთ ასევე: ისტორიის სახელმძღვანელო, რომელსაც პუტინი დაეყრდნო, აფხაზურ სასამართლოს აკრძალული აქვს

ისტორიის გაკვეთილი პუტინს

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“