მოლდოვას პრემიერმა სააკაშვილს იუსტიციის რეფორმის შემუშავებაში დახმარება სთხოვა

მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის რეოფრმის შემუშავებაში დახმარების თხოვნით მიმართა.  

როგორც სანდუმ გამოცემა Cotidianul-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სააკაშვილი ამჟამად უკრაინის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიით არის დაკავებული, თუმცა კიშინიოვი იმედოვნებს, რომ შესაძლო რეფორმის საკითხებს მასთან აგვისტოს ბოლომდე განიხილავს. 

მისივე თქმით, მოლდოვას ახალი მთავრობის სპეციალისტები ამჟამად მოლაპარაკებებს მართავენ იმ სპეციალისტებთან, რომლებმაც თავის დროზე იუსტიცისაა და პოლიციის რეფორმირებაში საქართველოს გაუწიეს დახმარება. 

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ სანდუ სააკაშვილს კიევის აეროპორტში შეხვდა. ამის შესახებ თავად სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“