"საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოებს შორის მოწინავე ქვეყნად რჩება"

ყოფილი ევროპარლამენტარის კლერ მუდის განცხადებით, საქართველო კვლავ რჩება მოწინავე სახელმწიფოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის. ამის შესახებ მან ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.

„შეგვიძლია, შევამოწმოთ პროგრესი, რაც მიღწეულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორიობის პროგრამაში. შეგვიძლია, გავაკეთოთ ანალიზი და ჩამოვყალიბდეთ, თუ საით უნდა წავიდეთ ახლა. გავაღრმავოთ კავშირები აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სახელმწიფოებს შორის და ცხადია, ასევე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე სახელმწიფოებს შორის. უდავოა, რომ საქართველო კვლავ რჩება მოწინავე სახელმწიფოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოებს შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზეც, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ეს ურთიერთობები და გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები“,- განაცხადა კლერ მუდიმ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“