"რუსთავი 2"–თან აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან თელაველი და გურჯაანელი მევენახეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ღვინოსთან დაკავშირებით არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას აპროტესტებენ. კერძოდ, მეღვინეები ვლიან, რომ გვარამიამ შეურაცხყოფა მიაყენა კახეთს და ქართულ ღვინოს და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

თელავისა და გურჯაანის მცხოვრებლებმა რამდენიმე საათის წინ აქცია გომბორის გადასახვევთანაც გამართეს.

ცნობისთვის: გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ 10 ივლისს განაცხადა: „გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში?.. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი?! გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო. რას შეგვ… მთელ ერს. ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ თქვენი ბორჯომი იქ ვერ შევიდეს“.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp