"ჩვენი პარტნიორების იმედი გვაქვს, გააგებინონ რუსეთს, რომ მან მეზობლებთან ურთიერთობა ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე უნდა ააწყოს"

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისს საერტაშორისო პარტნიორების იმედი აქვს, "გააგებინონ რუსეთს, რომ მან მეზობლებთან ურთიერთობა ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე უნდა ააწყოს".

ამის შესახებ ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ საუბრისას განაცხადა. 

"ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან მას შემდეგ, რაც მან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა. ამიტომ ჩვენი პარტნიორების იმედი გვაქვს. ისინი უნდა იყვნენ თუ შუამავლები არა, უკიდურეს შემთხვევაში, საქართველოს ადვოკატები, გააგებინონ რუსეთს, რომ მან ურთიერთობა უნდა ააწყოს მეზობლებთან ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დავით. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი რეგიონში სტაბილურობის გამყარება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp