საქართველომ სომხეთი 52–ქულიანი სხვაობით დაამარცხა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მილოშ გლიგორიევიჩის გუნდის მეტოქე აუტსაიდერი სომხეთი იყო, რომელმაც პირველ ტურში შვედეთთან ანგარიშით 26:149 წააგო. ქართველებმა სომხებს 52 ქულით – 98:46 მოუგეს.

მეორე ტურში ჯგუფიდან გასვლის კანდიდატების – ესტონეთისა და შვედეთის მატჩი გაიმართა, რომელიც ესტონელთა გამარჯვებით – 59:56 დასრულდა. მესამე შეხვედრაში ჰოლანდიამ კოსოვო 88:40 გაანადგურა.

14 ივლისს საქართველო შვედეთს შეხვდება და მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას ფაქტიურად გაინაღდებს. შეხვედრა თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა