აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ში ჩართული კომპანიებს სანქციებს უმზადებს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მშენებლობაში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ მორიგ სანქციებს ამზადებს.

Foreign Policy-ს ინფორმაციით, კანონპროექტს სენატორები 21 მაისს განიხილავენ. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთი ენერგო რესურსებს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს და ევროპის ქვეყნებზე გავლენას გააძლიერებს.

ცნობისთვის: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის „ტყუპისცალია“, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდა. ორივე მილსადენი გათვლილია 55 მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდებაზე ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. 55 მილიარდი კუბომეტრი - ეს არის ევროპაში რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის მეოთხედზე მეტი. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროპარლამენტის არჩევნები და მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე