"თურქეთს არ დავიწყებია 2016 წლის 15 ივლისი და საქართველოს თანადგომა"

თურქეთს არ დავიწყებია 2016 წლის 15 ივლისი და მეზობელი საქართველოს თანადგომა, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, "2016 წლის 15 ივლისის ღამეს ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) მიერ დაგეგმილი მუხანათური სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მარცხით დასრულდა, ვინაიდან თურქმა ხალხმა მტკიცედ დააფიქსირა დემოკრატიისადმი თავისი ერთგულება.

„შეიარაღებულ ძალებში მოკალათებული FETÖ-ს წევრებისა და ორგანიზაციის სამოქალაქო ელემენტების ჩართულობით 15 ივლისს, მათ მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობამ შეიწირა ჩვენი 251 მოქალაქის სიცოცხლე, ხოლო 2000-ზე მეტი დაშავდა.

იმ ღამეს დაიბომბა: პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტის, ეროვნული უშიშროების და უსაფრთხოების ორგანიზაციების შენობები. ტანკებით გადაუარეს მშვიდობიან მოქალაქეებს, დაბომბეს და ცეცხლი გაუხსნეს მათ ვერტმფრენებიდან.

ჩვენ პატივს მივაგებთ თურქეთის მომავლისა და დემოკრატიისათვის თავდადებულ, დაღუპულთა წმინდა სულებს, ხოლო მებრძოლებისადმი გამოვხატავთ მადლიერების გრძნობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: გიულენის კავშირის ბრალდებით ამ დროისთვის თურქეთში ათასობით ადამიანია დაკავებული, მათ შორის სამხედროები, მოსამართლეები, პოლიციელები. დაკავებების ღონისძიებები პერიოდულად ისევ გრძელდება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp