პარლამენტის თავმჯდომარე პირველი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 15-20 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.


პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, თალაკვაძე აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. თალაკვაძე ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და დემოკრატიისთვის ბრძოლაში, პარლამენტის წევრების როლზე ისაუბრებს.


"ფორუმში მონაწილეობის პარალელურად, არჩილ თალაკვაძე შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ პრაისთან, კონგრესისა და სენატის წევრებთან, სახელმწიფო მდივნის მოქმედ თანაშემწესთან, ფილიპ რიკერთან, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ ვილსონთან, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელ მარკ გრინთან და ექსპერტებთან გამართავს",- წერია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


მათივე ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე შედიან. ისინი კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას და ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი