საქართველოს და სენტ-კიტსისა და ნევისაქართველოს სავიჟო რეჯიმს კიდევ ერთი ქვეყანა უუმქებსსის ფედერაციას შორის სავიზო რეჟიმი უქმდება

საქართველოს და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციას შორის სავიზო რეჟიმი უქმდება. შესაბამის შეთანხმებას ქართული მხრიდან გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე მოაწერს ხელს, რაზეც უფლებამოსილება მას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიანიჭა.

უვიზო რეჟიმით როგორც საქართველოს, ისე სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის მოქალაქეები ისარგებლებენ.

სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაცია (ასევე, ცნობილია როგორც სენტ-კრისტოფერის და ნევისის ფედერაცია) კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი მოსახლეობა დაახლოებით 55 ათასს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ფედერაციის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ 2014 წლის სექტემბრამდე შემოდიოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს სენტ-კიტსისა და ნევისის 92 მოქალაქე ეწვია, 2019 წლის იანვარ-ივნისში კი, 35.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი