იანვარ-ივნისში ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საქონლის სავაჭრო ბრუნვა 5 968.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა 0.6%-ით შემცირებულია.

სავაჭრო ბრუნვის შემცირების ძირითადი მიზეზი იმპორტის შემცირებაა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტმა იანვარ-ივნისში 4 192.9 მლნ აშშ დოლარი შეადგენა, რაც გასულ წელთან შედარებით 4.9%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან გასული საქონლის ღირებულება იანვარ-ივნისში 11.5%-ით გაიზარდა და 1 775.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამ მონაცემებით, სავაჭრო დეფიციტი ბრუნვის 40.5%-ია და გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.

აღნიშნული მონაცემები წინასწარია. უფრო დეტალურ ინფორმაციას საქსტატი 19 ივლისს გამოაქვეყნებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სამოქალაქო აქტივისტები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ