ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 443 ლარია

„საქსტატის“ მონაცემებით, ივნისში საქართველოში საარსებო მინიმუმმა 188 ლარი და 10 თეთრი შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებელზე 2 ლარით ნაკლებია. უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ ცნობით, საარსებო მინიმუმი ცალკეული კატეგორიების მიხედვით ასეთია: შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 188.1 ლარი; საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 166.6 ლარი;

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი - 315.5 ლარი; ამასთან, ივნისში ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 266.5 ლარით განისაზღვრა, სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 299.8 ლარია, ოთხსულიანი ოჯახის - 333.1 ლარი, ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 374.8 ლარი, ხოლო ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 443 ლარი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"