სოფლები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდებათ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გამანაწილებელ ქსელში გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, 15 მაისს 09:00-დან 09:30 საათამდე და 09:00-დან 09:30 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება აბონენტებს ზაჰესში, მუხათგვერდში, წიწამურში, ავჭალაში, ხოლო 11:00-დან 16:00 საათამდე - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნატახტარი, ახალუბანი, მისაქციელი.

13:00-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გუდაური, კაიშაურები, ქვეშეთი, ნადიბაანი, სალაჯური, ზაქათკარი, მანასეული, ლაკათხევი, გოგნაური და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში"