"მაკნატუნას" განცხდებით, ანტისაოკუპაციო კამპანიაში ჩართვის შემდეგ კომპანიაში საგადასახადო სამსახური შევიდა

მზესუმზირის მწარმოებელ კომპანია "მაკნატუნას" შემოსავლების სამსახური ამოწმებს. როგორც უწყებაში ირწმუნებიან, საგადასახადო შემოწმება მიმდინარეობს და აღნიშნულის მიბმა პოლიტიკური პროცესებისათვის, მოსახლეობისთვის შეგნებულად არასწორი ინფორმაციის მიწოდების მცდელობაა. თავად "მაკნატუნაში" კი აცხადებენ, რომ  ანტისაოკუპაციო კამპანიაში ჩართვის შემდეგ მათთან საგადასახადო სამსახური განმეორებით შევიდა.  

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შპს „მაკნატუნას“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია დაიწყო გასული წლის 26 ნოემბერს და ამჟამად კი მიმდინარეობს შპს „მაკნატუნას“ მიერ წარმოდგენილი მასალების დამუშავება და შესწავლა.

„საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს „მაკნატუნას“ მიმართ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საფუძველზე მიმდინარე საგადასახადო შემოწმების პროცესი მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შპს „მაკნატუნას“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია დაიწყო გასული წლის 26 ნოემბერს და ამჟამად კი მიმდინარეობს შპს „მაკნატუნას“ მიერ წარმოდგენილი მასალების დამუშავება და შესწავლა.

აღნიშნული პროცესი სრულ შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, ხოლო მე-3-ჯერ ინვენტარიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ყოველდღიურად ხდება ათეულობით კომპანიის შემოწმება და ეს ჩვეულებრივი პროცესია, შესაბამისად, შპს „მაკნატუნაში“ მიმდინარე საგადასახადო შემოწმების მიბმა პოლიტიკური პროცესებისათვის არის მოსახლეობისთვის შეგნებულად არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და ცალკეული ჯგუფების მიერ ამ ინფორმაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მცდელობა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
4–საათიანი შეხვედრის შედეგი – "ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა