რეგონში არსებულ გამოწვევებზე საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ შეხვედრაზე იმსჯელეს

ბაქოში  საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა წერს.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე პროცესები, თანამშრომლობის საკითხები და გამოწვევები განიხილეს.

„უკვე მეორე წელია, ვატარებთ ამ ფორმატს, რომელიც საუკეთესო პლატფორმაა სამი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ჩართულობით, საერთო საკითხებისა და გამოწვევების, ასევე თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განსახილველად. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ფორმატის განვითარებასა და გაფართოებაზე“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, მომავალ წელს დაგეგმილია მორიგი შეხვედრა, რომელზეც წლის განმავლობაში ფორმატის ფარგლებში ერთობლივად მიღწეული შედეგებს განიხილავენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ავარია ვაზისუბანში – არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები