„იმედი მაქვს, კვირას ვიტყვით, რომ ეს იყო თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებული არჩევნები“

საქართველოში ჰოლანდიის ელჩი იოჰანეს დაუმა იმედოვნებს, რომ ქვეყანაში 19 მაისისთვის დაგეგმილი არჩვენები თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება.

„დღეს მხოლოდ ინფორმაცია მოვისმინეთ.  მივიღეთ ზუგდიდში მიმდინარე პროცესებზე დეტალური ინფორმაცია, არჩევნების სხვა ნაწილზე არ გვიმსჯელია. იმედი მაქვს, კვირას ვიტყვით, რომ ეს იყო თავისუფალ და გამჭირვალე გარემოში ჩატარებული არჩევნები", - განაცხადა დაუმამ ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის: მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება. იმავე დღეს გაიმართება მერების რიგგარეშე (ზუგდიდი, ჭიათურა, მარნეული, ხულო და ზესტაფონი) და საკრებულოების შუალედური არჩევნები (ოზურგეთის, საგარეჯოს, ადიგენის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში).

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა