ირანის სულიერი ლიდერი: „ბოროტი ბრიტანეთის ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება“

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ირანული ნავთობტანკერის დაკავებისათვის დიდ ბრიტანეთს „მეკობრეობაში“ ადანაშაულებს და საპასუხო ზომებით ემუქრება.

"ბოროტმა ბრიტანეთმა ჩვენი გემი მოიპარა. დარწმუნებული ვარ, ირანი ასეთ ბოროტულ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს“, – განაცხადა ხამენეიმ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის და გიბრალტარის ხელისუფლებამ ირანული ტანკერი დააკავა, რომელსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ტანკერი სირიისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ირანი დაკავებული ნავთობტანკერის გათავისუფლებას დღემდე ითხოვს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp