საავტომობილო გზების დეპარტამენტი სოფელ ბორითის მოსახლეობას დასაქმებას სთავაზობს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ხვალ 13:00 საათზე სოფელ ბორითის კულტურის სახლში რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკევთის მშენებლობის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით შეხვედრა გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ლევან კუპატაშვილი და ალექსანდრე ტყევდორაძე, იმერეთის რეგიონის რწმუნებულის მ.შ. ზვიად შალამბერიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, მშენებელი კოპანიის “Hunan Road and Bridge Construction Group“ -ის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

მისამართი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელ ბორითის კულტურის სახლი

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp