ძლიერი სიცხეების გამო ევროპის ქვეყნებში ტყეები იწვის

ძლიერი სიცხეების გამო ევროპის ქვეყნებში ტყეები იწვის. ესპანელი მაშველები და ავიაცია ბოსტა ბლანკას რეგიონში დასახლებულ ტერიტორიასთან არიან მობილიზებულები. 

მაშველების ინფორმაციით, ხანძარი პრაქტიკულად, ლოკალიზებულია, თუმცა ქარის გამო ახალი კერების გაჩენის საფრთხე არსებობს. ამის გამო რეგიონში მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული.

ხანძარი იყო ასევე ხორვატიაშიც, სადაც ცეცხლის გამო  ფესტივალის მსვლელობა ჩაიშალა. კუნძულ პაგზე ცეცხლი ტყეებს მოულოდნელად გაუჩნდა და სწრაფად გავრცელდა, რასაც პანიკა მოჰყვა. ადგილზე მისულმა სამაშველო ჯგუფებმა ფესტივალის მონაწილეების ევაკუაცია დროულად მოახდინეს. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp