სანდრა რულოვსი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი დიპლომატიურ კორპუსს 19 მაისისთვის დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით მიმართავს.

„დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვთ რეაგირებას, რომ არ მოხდეს კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამეორება, უხეში მოსყიდვები, გაყალბება და ზეწოლა, რამაც მაგალითად, ზუგდიდში შეიწირა ია კერზაია“, – განაცხადა რულოვსმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის: მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება. იმავე დღეს გაიმართება მერების რიგგარეშე (ზუგდიდი, ჭიათურა, მარნეული, ხულო და ზესტაფონი) და საკრებულოების შუალედური არჩევნები (ოზურგეთის, საგარეჯოს, ადიგენის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში). ზუგდიდის მერობისთვის მმართველი პარტიიდან გეგა შენგელია იბრძოლებს, ხოლო ოპოზიციური გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“ სანდრა რულოვსი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის შუქ-ჩრდილი