კონგრესმენი ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

დემოკრატი კონგრესმენი ტეხასის შტატიდან ელ გრინი წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის დაწყების პროცედურის ინიცირებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

ელ გრინის მოსაზრებით, იმპიჩმენტის პროცედურა ტრამპის მიერ ქალი კონგრესმენების წინააღმდეგ გამოთქმული სექსისტური და რასისტული მოსაზრებების გამო უნდა დაიწყოს. "ის აშკარად აკეთებს რასისტულ კომენტარებს და ჩნდება კითხვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამასთან დაკავშირებით?", - ამბობს კონგრესმენი ელ გრინი.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რასიზმში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც Twitter-ზე დემოკრატი კონგრესმენი ქალების წინააღმდეგ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მათ „კორუმპირებული ქვეყნებიდან ჩამოსულები“ უწოდა და თავიანთ ქვეყნებში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

სამი კონგრესმენი ქალი: ალექსანდრია ოკასიო-კორტესი, რაშიდა ტლაიბი და აიანა პრესლი აშშ-ში დაიბადნენ და გაიზარდნენ, ხოლო მეოთხე კონგრესმენი ქალი ილჰან ომარი სომალიში დაიბადა, შტატებში საცხოვრებლად კი ბავშვობაში წავიდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp