ევროკავშირის საბჭო რუსეთს „ბოინგ 777“-ის ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საბჭო „ბოინგ 777“-ის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით რუსეთს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საუბარია ევროპული ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ დეკლარაციაში, რომელიც ტრაგიკული დღის ხუთი წლისთავს უკავშირდება. დოკუმენტში განმარტებულია, რომ მომხდართან დაკავშირებით რუსეთმა სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გამოძიებასთან ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა აწარმოოს.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ავიაკატსტროფასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენისა და სამართლიანობის აღდგენისთვის ყველა ღონეს მიმართავს.

„მალაიზიური ავიახაზების“ „ბოინგი 777“ 2014 წლის 17 ივლისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ახორციელებდა, როდესაც დონეცკში, პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საჰაერო სივრცეში ყოფნის დროს ჩამოაგდეს. ტრაგედიის დროს ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp