კვლევა: რასიზმში დადანაშაულების შემდეგ ტრამპის მიმართ რესპუბლიკელების მხარდაჭერა გაიზარდა

Reuters/Ipsos კვლევის შედეგების თანახმად, რასიზმში დადანაშაულების შემდეგ აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ რესპუბლიკელების მხარდაჭერა გაიზარდა. 

კერძოდ, გასულ კვირაში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს შორის ტრამპის მოწონების რეიტინგი  5%–ით არის გაზრდილი. რაც შეეხება დემოკრატებს, „დემოკრატიული პარტიის“ წევრებს პრეზიდენტის არმოწონების რეიტინგმა 2%–ით დაიკლო.

რაც შეეხება ზოგადად ტრამპის საქმიანობის შეფასების რეიტინგს, იგი გასულ კვირაში ჩატარებული კვლების შედეგებთან შედარებით, არ შეცვლილა. გამოკითხულ რესპონდენტთა 41% დადებითად აფასებს პრეზიდენტის საქმიანობას, 55% კი – უარყოფითად.

Reuters/Ipsos–მა კვლევა ონლაინ მეთოდით ჩაატარა. სულ გამოიკითხა 1113 ადამიანი, მათ შორის 478 დემოკრატი და 406 რესპუბლიკელი.

ცნობისთვის: დონალდ ტრამპი რასიზმში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც მან „Twitter“–ში პირად გვერდზე კონგრესში „დემოკრატიული პარტიის“ ქალი წარმომადგენლების წინააღმდეგ „პოსტი“ გამოაქვეყნა. პრეზიდენტმა მათ „კორუმპირებული ქვეყნებიდან ჩამოსულები“ უწოდა და თავიანთ ქვეყნებში დაბრუნება ურჩია. ტრამპის განცხადება დაგმეს როგორც დემოკრატებმა, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp