მედია – აშშ ვენესუელის ოპოზიციის მხარდასაჭერად 40 მლნ დოლარის გამოყოფას გეგმავს

აშშ ვენესუელის ოპოზიციის მხარდასაჭერად 40 მლნ დოლარის გამოყოფას გეგმავს, – იუწყება Reuters.

მისივე ცნობით, აღნიშნული თანხა გვატემალასა და ჰონდურასში მიგრაციული კრიზისის აღმოსაფხვრელად იყო განკუთვნილი, თუმცა ამის სანაცვლოდ 40 მლნ დოლარი ვენესუელის ოპოზიციის ხელფასების, საქმიანი ვიზიტების, საკომუნიკაციო აღჭურვილობისა და წვრთნებისთვის დაიხარჯება.

ფინანსური დახმარების თაობაზე არც აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და არც ვენესუელის ოპოზიციას ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის: ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით 21 იანვრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო.  23 იანვარს ვენესუელელმა ოპოზიციონერმა  ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუაიდო ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარა. აშშ-ს აღაირების შემდეგ გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის  საქართველომ, საფრანგეთმა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოჯახი – პოლიციის განყოფილებაში 3–საათიანი დაკითხვის შემდეგ 15 მოზარდი მე–9 სართულიდან გადმოხტა