აშშ–მა თურქეთის წინააღმდეგ პირველი ზომები მიიღო, რომელსაც ტრამპი „უსამართლოს“ უწოდებს

აშშ–მა თურქეთის წინააღმდეგ პირველი ზომები მიიღო. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი თურქეთს F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლებს აღარ მიჰყიდის.

აღნიშნული ნაბიჯი თურქეთის მიერ რუსული წარმოების სარაკეტო სისტემების S-400 შეძენას უკავშირდება.

„თავის დროზე ობამას ადმინისტრაციამ თურქეთს შეუქმნა პრობლემები, შეეძინა „პატრიოტის“ ტიპის თავდაცვის სისტემები. ეხლა შეიქმნა რთული ვითარება. სადღეისოდ თურქეთთან აშშ–ის აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ჩვენ ამ დროს ვეუბნებით ანკარას, რომ რადგან შენ იძულებული გაგხადეს სხვაგან შეგეძინა ეს სისტემები, ეხლა ჩვენ აღარ მოგყიდით  F-35–ებს. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. თუმცა ეს ნამდვილად არ არის სამართლიანი“, – განაცხადა ტრამპმა. 

ცნობისთვის: რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის სარაკეტო სისტემა S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში მოხდეს. 

იხილეთ ასევე: თურქეთმა რუსული S-400-ების კომპონენტების პირველი პარტია მიიღო

აღსანიშნავია, რომ თურქეთს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენის პარალელურად, ამერიკული F-35–ის ტიპის 100 ავიაგამანდგურებლების შეძენაც სურს. თუმცა თურქეთის მიერ რუსეთისთვის საზენიტო, სარაკეტო სისტემის დაკვეთა ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დაძაბვის მიზეზად იქცა. ვაშინგტონი შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება. აშშ-ში აცხადებენ, რომ თურქეთს, როგორც NATO-ს წევრ სახელმწიფოს, არ შეუძლია, ერთდროულად აწარმოოს სამხედრო თანამშრომლობა ამერიკასთანაც და რუსეთთანაც. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში პენტაგონმა თურქ პილოტებს აუკრძალა წვრთნები F-35 ტიპის გამანადგურებლებზე, რომლებიც ანკარამ ვაშინგტონს დაუკვეთა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp