უკრაინის არჩეულ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დაპირისპირებაა

უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის უმაღლესი რადის (პარლამენტი) დეპუტატები სიცფრუეში დაადანაშაულა, სპიკერი ანდრეი პარუბიის კი "თაღლითი" უწოდა. 

არჩეული პრეზიდენტი იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ პარლამენტარებმა დაპირება არ შეასრულეს და 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მისი ინაუგურაციის თარიღი არ განსაზღვრეს. 

ამ საკითხზე მორიგი სხდომა დღეისათვის - 15 მაისისათვის არის დაგეგმილი. 

ზემოთთქმულთან დაკავშირებით, ზელენსკიმ მოუწოდა ამომრჩევლებს, დაიმახსოვრონ პარლამენტის მოქმედი მოწვევის იმ დეპუტატთა ვინაობა,რომლებიც ინაუგურაციის საკითხს "დაუფარავად საბოტირებენ" და მის მაქსიმალურად გადავადებას ცდილობენ: 

"რაც ვიხილეთ, თაღლითების იაფფასიანი სიცრუეა.გთავაზობთ, უკრაინის უმაღლესი რადა აწი მოვიხსენიოთ აბრევიატურით "ვრუ", ოღონდ ახალი მნიშნელობით (Верховная Рада Украины — შემოკლებით ВРУ.  სიტყვა "вру" რუსულად "ვიტყუები"-ს ნიშნავს): რადგან ეს პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობის დევიზია. დაიმახსოვრეთ ამ დეპუტატების გვარები და სახელები და შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთად გამოვიტანოთ დასკვნები" - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პირად გვერდზე. 

ცნობისთვის, უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, აფრჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია არაუგვიანეს 3 ივნისისა უნდა ჩატარდეს. თავად ზელენსკი დაჟინებით ითხოვს, თარიღად 19 მაისის შერჩევას, თუმცა დეპუტატები, რომელთაც პარლამენტის ვადამდელი დათხოვნის პერსპექტივა აშფოთებთ, მაქსიმალურად ცდილობენ, ეს თარიღი გადაავადონ. ამ ვარაუდის დასტურად არჩეულ პრეზიდენტსა და მის მხარდამჭერებს ის ფაქტი მოჰყავთ, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ინაუგურაციის თარიღის შესახებ უკვე 8 დადგენილებაა რეგისტრირებული და თარიღები 17-დან 26 მაისის ჩათვლით მერყევობს. მეტიც, გაჟღერდა წინადადება, ინაუგურაცია ორ ეტაპად ჩატარდეს და ზელენსკიმაც ფიცი ორჯერ დადოს.  


   

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp