„მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი შემოვა პოლიტიკაში"

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ბიზნესმენების პოლიტიკაში გამოჩენას მიესალმება. ამის შესახებ მან ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

„მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია და მე ამას მივესალმები, რომ არჩევანი საზოგადოებას ჰქონდეს, რაც შეიძლება უფრო მეტი“,– განუცხადა ჟურნალისტებს ივანიშვილმა.

ცნობისთვის: ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp