ივანიშვილი – ჟურნალისტს: “შვილო, სად გაიზარდე?"

20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გმზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ პარტია "ქარული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან დღეს მეორედ გამოჩნდა, თუმცა კითხვებს პირველად უპასუხა. მან მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც "გავრილოვის ღამეზე," შს მინისტრსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ივანივილისგან ცდილობდნენ პასუხების მიღებას,  ზრდილობისკენ მოუწოდა, ხოლო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს უთხრა, რომ "აჭარის ტელევიზია “რუსთავი 2"-ის ფილიალია".

“შვილო, სად გაიზარდე?...შვილო, ზრდილობა ისწავლე” – მიმართა ჟურნალისტს ივანიშვილმა

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს ბათუმში გამართულ „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრას ესწრებოდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp