ანდორის ტელეკომმა ოკუპირებული აფხაზეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო

ანდორის ტელეკომმა ოკუპირებული აფხაზეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ „აქცენტს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.


შეგახსენებთ, რომ ანდორის ტელეკომის საიტზე, როუმინგების ფასებში მითითებულ ქვეყნების ჩამონათვალში ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად ფიგურირებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო  ანდორის მხარეს მიმდინარე წლის აპრილში დაუკავშირდა.
  

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ვის მოიაზრებს "ქართული ოცნების" ყოფილი კოალიციიდან პარტნიორებად ბოკერია