"პანორამა ჩემს მიერ შექმნილი უნიკალური პროექტია"

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის პროექტი "პანორამა თბილისი" უნიკალურ პროექტს წარმოადგენს და მას მხოლოდ ოპოზიცია და მათი მართული არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან. 

"თქვენ ნახეთ, მთელი ნაციონალური მოძრაობა, აბა ნახეთ და მათგან მართული NGO-ები, საშინელ შეტევაზე იყვნენ ნებისმიერ მშენებლობაზე. აბა ნახეთ პანორამაზე რა დღეში იყვნენ, უნიკალურ პროექტს ვაკეთებ მე თბილისში, არარენტაბელურს. რა დღეში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და რა დღეში იყვნენ მათგან მართული NGO-ები. მათ უნდათ რომ მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში. მათ უნდათ რომ დაანგრიონ ქვეყანა,"- ამბობს ივანიშვილი.

ცნობისთვის: "პანორამა თბილისი" რამდენიმე პროექტს აერთიანებს - სასტუმრო თავისუფლების მოედანზე გაცხადებული ღირებულებით 100 მილიონი დოლარი, სასტუმროები და საკონფერენციო ცენტრები სოლოლაკის მაღლობზე გაცხადებული ღირებულებით 280 ილიონი დოლარი და გოლფის კურორტი და სასტუმრო თაბორის მთაზე გაცხადებული ღირებულებით 74 მილიონი დოლარი. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp