კუს ტბის საბაგირო ოთხი თვით გაჩერდება

კუს ტბის საბაგირო გადაუდებელი ტექნიკურის სამუშაოების გამო ოთხი თვით გაჩერდება, – იუწყება "პირველ არხი".

მისივე ცნობით, ერთ-ერთი გეგმიური შემოწმების დროს ბაგირს ტექნიკური პრობლემები აღმოაჩნდა, რის გამოც მისი გამოცვლა გახდა საჭირო. უკვე გამოცხადებულია ტენდერი და ბაგირის შეცვლის სამუშაოების ღირებულებად 150 000 ლარია განსაზღვრული.

კუს ტბის საბაგირო ოფიციალურად 2016 წლის ოქტომბერში გაიხსნა. საბაგიროს რეაბილიტაცია მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ბაგირმშენმა“ შეასრულა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი წვერიკმაზაშვილი აცხადებს, ბაგირის ექსპლუატაციის ვადა ორიდან ოთხ წლამდე და მისი მუშაობის ინტენსივობაზეა დამოკიდებული.

როგორც წვერიკმაზაშვილმა "პირველ არხს" განუცხადა, კუს ტბის საბაგიროს დატვირთულობის გათვალისწინებით სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ მისი გამოცვლის აუცილებლობა ლოგიკურია.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp