ევროკავშირი რუსეთს თვითმფრინავის MH17 ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის MH17 ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

"ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, რომ სრულიად აიღოს მისი პასუხისმგებლობა და ითანამშრომლოს მიმდინარე გამოძიებასთან“, – ნათქვამია ევროსაბჭოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. მომხდარს ბორტზე მყოფი 295–ივე ადამიანი ემსხვერპლა.

ჰოლანდიელი გამომძიებლებით დაკომპლექტებულმა გუნდმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელმაც თვითმფრინავი ჩამოაგდო რუსული წარმოშობისაა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 53-ე ბრიგადიდან გაისროლეს.

19 ივნისს ჰოლანდიელი გამომძიებლებით დაკომპლექტებულმა გუნდმა განაცხადა, რომ 2014 წელს უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი ოთხი პირი - 3 რუსი და 1 უკრიანელი გამოავლინეს. სასამართლო პროცესი 2020 წლის 9 მარტს დაიწყება. 

მოსკოვი თვითმფრინავის ჩამოგდებასთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა