სააკაშვილი: "ივანიშვილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ დარბევის ბრძანება თავად გასცა, საქმე გვაქვს საშიშ ფსიქოპატთან“

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „საქმე გვაქვს საშიშ ფსიქოპატთან“.

ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო–მიმართვაში აცხადებს.

„ივანიშვილი ბოლომდე გადაეფარა გახარიას და პრაქტიკულად აღიარა, რომ ბრძანება დარბევის გასცა თვითონ, ამით აღიარა ეს. ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას და პუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას. ის შლის ქართულ სახელმწიფოს. რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა.  საქართველოს დანგრევის პოლიტიკაში მთავარ ხელშემშლელად ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ძალიან ნიშანდობლივია, რადგან "ნაციონალური მოძრაობა"  გამოკითხვებში სერიოზულად ლიდერობს. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ გვმართებს გაერთიანება. ახლა ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან დამფრთხალ, დაშინებულ, საშიშ ფსიქოპატთან, რომელიც მზად არის და აქვს უნარი, რომ ბევრად მეტი სისხლი დაღვაროს და ბევრად მეტი შეიწიროს. ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ, როცა ის გვპირდება, რომ სექტემბრიდან დაიწყებს, რაღაცის დალაგებას, გავიხსენოთ, რომ იგი ყოველ ჯერზე ასე იძახის და ყოველ ჯერზე ახალი უბედურებები ხდებოდა. საქართველოს აღარ აქვს ამ ბინძური ოლიგარქის ხუშტურებზე დასაკარგი დრო. საქართველო არის ძალიან პერსპექტიული ქვეყანა და ძალიან სწრაფად გადალახავს ეკონომიკურ სიძნელეებს. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, ახლა მთავარია ერთიანობა და ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვებით დასრულება. აქედან გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნები, ახალი, ფართო ბაზის მქონე ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება, ოლიგარქების გვერდზე გაწევა, ძველი იქნება ის თუ ახალი, რომლებიც ახლა მოძვრებიან ხელისუფლებაში და თავის გეგმებს ასახელებენ, იგივე ხაზარაძე. ჩვენ ოლიგარქები აღარ გვჭირდება, საქართველო ქართველ ხალხს უნდა დაუბრუნდეს“, – აცხადებს სააკაშვილი.

იხილეთ ასევე: ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 20–21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვები არ არსებობს.

ივანიშვილი – "ნაციონალურ მოძრაობაზე": "უნდათ, რუსი ტურისტი კი არა, რუსი ჯარისკაცი შემოვიდეს"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp