ირაკლი კობახიძე მმართველ პარტიაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მმართელ პარტიაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს. 

"ჩვენ პრაქტიკულად უკვე გადავდივართ წინასაარჩევნო სამზადისზე, ძალიან გააქტიურდება პარტიული მუშაობა. რა თქმა უნდა, იქნება სხვადასხვა ტიპის ცვლილება, მათ შორის საკადრო ცვლილებები, ჩატარდება პარტიული კონფერენციები მთელი ქვეყნის მასშტაბით. საბოლოო ჯამში არჩევნებამდე ჩატარდება ასევე პარტიის ყრილობა, გვექნება განახლების ახალი ეტაპი, რაც საშუალებას მოგვცემს, განახლებული ენერგიით და განახლებული საკადრო შემადგენლობით შევხვდეთ უკვე საპარლამენტო არჩევნებს, ასევე აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იზოლატორში ლიკვიდაცია იგეგმებოდა"