ბოლო ორი წლის განმავლობაში მიკროსაფინანსოების რაოდენობა 34%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის მაისის ბოლოს საქართველოში 58 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო, რაც 30 ერთეულით (34%-ით) ნაკლებია 2 წლის წინანდელ მონაცემზე. 2017 წლის მაისის ბოლო საქართველოში 88 მიკროსაფინანსო იყო. 2018 წლის შემდეგ 17 მიკროსაფინანსო გამოაკლდა ბაზარს.

2017 წლამდე მიკროსაფინანსოების რაოდენობა იზრდებოდა და 2009 წლიდან 2017 წლამდე მათი რაოდენობა გაორმაგდა. ბოლო წლებში კლება ახალმა რეგულაციებმა განაპირობა, კერძოდ, სამომხმარებლო სესხებზე რეგულაციების გამკაცრებამ და საპროცენტო განაკვეთებზე ზედა ზღვრის დაწესებამ.

2018 წლის ბოლოს მიკროსაფინანსოების წმინდა აქტივები 1.5 მილარიარდი იყო. აღნიშნულ ორგანიზაციებში 4 387 ადამიანია დასაქმებული. 2016 წლის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 900 კაცით შემცირდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp