მედია – ერაყში თურქი დიპლომატები ჩაცხრილეს

ერაყში, ქურთებით დასახლებულ ქალაქ ერბილში მდებარე ერთ–ერთ რესტორანში სამი თურქი დიპლომატი ჩაცხრილეს, –იუწყება  BBC წყაროზე დაყრდნობით.

დაღუპულებს შორის სავარაუდოდერაყში თურქეთის კონსულის მოადგილეც არის. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ–ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ინციდენტის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp