მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებისთვის სექტემბერში გრანტების ახალი პროგრამა დაიწყება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებისთვის სექტემბერში გრანტების ახალი პროგრამა დაიწყება.

საუბარია მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსებაზე, ტურისტული სექტორისთვის საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამუშავებაზე, ასევე მარკეტინგული ღონისძიებების დაფინანსებაზე.

„გვაქვს მიმდინარე კონტრაქტი „სიენენთან“, „ბულმბერგთან“, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან“, სადაც ხდება საქართველოს, როგორც უსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაცია. ასევე დავაკორექტირეთ მარკეტინგის გეგმა და დამატებითი ზომები, კონკრეტული კამპანია დავგეგმეთ ბალტიის ქვეყნებში, უკრაინაში, საუდის არაბეთში. ეს ის ქვეყნებია, სადაც სწრაფად შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"