აშშ–მა ერაყიდან დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა უმეტესობა გაიწვია

აშშ–მა ერაყიდან დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა უმეტესობა გაიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას ბაღდადში აშშ–ის საელჩო ავრცელებს. მისივე ცნობით, შესაბამისი განკარგულება დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიიღო. 

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ცოტა ხნის წინ  ვაშინგტონმა რეგიონში ავაიმზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ და სტრატეგიუlი ბომბდამშენები განათავსა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროპარლამენტის არჩევნები და მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე