IRI – რესპონდენტთა უმეტესობა საქართველოსთვის მთავარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს ასახელებს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"–მა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები მოიპოვა, რომელიც IRI–ს ჯერ არ განუსაჯაროებია.

კითხვაზე, რომელი ქვეყანაა საქართველოსთვის მთავარი ეკონომიკური საფრთხე, რესპონდენტთა 57%-მა რუსეთი დაასახელა.

ამასთან, რესპონდენტთა 79% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს.

კვლევა 20 ივნისამდე ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1500 რესპონდენტი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp