რა ხდება შეჩერების მექანიზმის მოხსნის შემდეგ და რას გეგმავს სახელმწიფო: წულუკიანის განმარტება

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, შეჩერების მექანიზმის მოხსნის თაობაზე,  გადაწყვეტილების მიღების უფლება არა სახელმწიფოს, არამედ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს აქვს. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.    

"სახელმწიფოს გადასაწტყვეტი არ არის, როგდის შეიძლება შეჩერების მოხსნის გადაწყვეტილება აღსრულდეს. ეს დამოკიდებულია "რუსთავი 2"–ის იმ მესაკუთრეზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილებით არის ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად თქვა, რომ საკუთრების უფლება არ დარღვეულა, არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს უფლება. აქედან გამომდინარე, ახლა მესაკუთრეს, ვინაიდან შეჩერება მოხსნილია, აქვს თავისი გადაწყვეტილების უფლება, რასაც ალბათ, თავად გვეტყვის, თუ როგორია ის",– განაცხადა წულუკიანმა.  

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგმა "რუსთავი 2"–ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp