რუსეთში, კალინინის ატომურ ელექტროსადგურზე ავარია მოხდა

რუსეთში, კალინინის ატომურ ელექტროსადგურზე (ტვერის ოლქი) ავარია მოხდა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მტკიცებით, რადიაციული ფონი ნორმაშია. 

რუსული მედიის ინფორმაციით, მოკლე ჩართვის გამო ამოქმედდა სამი ენერგობლოკის ავტომატური გათიშვის სისტემა, თუმცა აღჭურვილობის რაიმე სახის დაზიანება დაფიქსირებული არ არის. 

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის დგინდება.  


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp