რას გეგმავს „რუსთავი 2“: „ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს“

„რუსთავი 2“–ის ეთერში ვართ და არყოფნას არ ვაპირებთ, – ასე ეხმიანება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“–ის საქმეზე არხის გენდირექტორი ნიკა გვარამია.

მისი თქმით, გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია, სკანდალური და მას სრულად არ ეთანხმება. 

„რომ არ ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია და აბსოლუტურად წარმოუდგენელია, მართალი არ ვიქნები. იურისტი ვარ ყველაფერთან ერთად და არც თუ ისე ცუდი და ვფიქრობ, სამართლებრივი თვალსაზრისით, გადაწყვეტილება სრულიად წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ყველაფერან ერთად  – მოთხოვნების არ დაკმაყოფილებასთან, ძალიან მძიმეა ის გარემოება, რომ სასამართლომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა გასაჩივრების უფლება, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ.  მე მიუკერძოებლობაში ეჭვს ვერ შევიტან, ას ყველაფერი ჩემი აზრით, უნდა მივაწეროთ არასწორ ინტერპრეტაციას. ვიტყოდი, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლებრივად სკანდალურიც არის, რადგან იგივე სასამართლოს მეორე კოლეგიამ „რუსთავი 2“–ის მოთხოვნას გამოხატვის თავსიუფლების შესახებ უპასუხა რევოლურციური გადაწყვეტილებით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ ისტორიაში პირველად თქვა, რომ ვიღებ დროებით ღონისძიებას უზენაესი სასამარლოს გადაწყვეტილებაზე, რადგან ვხედავ დასაბუთებულ შეზღუდვას გამოხატვის თავისუფლების. ეს ერთმა პალატამ თქვა, ხოლო მეორემ თქვა, რომ ის პალატა ნოლოვანი კვალიფიკაციისაა, რადგან ამ საკითხს საერთოდ არ ვიხილავო“,– განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

გვარამიას შეფასებით, არხი გეგმავს, გამოიყენოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება და მსგავს სიტუაციაში იუსტიციის მინისტრის ინტერპრეტაცია, რომ ქიბარ ხალვაშს აქვს უფლება, შეჩერების მექანიზმის მოხსნის არხი დაირეგისტრიროს, არასწორია. 

„ეს იქნება მითვისება მედიის, რომელიც მიუხედავად სტრასბურგის უმძიმესი გადაწყვეტილებისა, ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ ეს გადაწყვეტულება სრულიად შეცვალოს: გასაჩივრების უფლება გვაქვს ერთ შემთხვევაში და ეს შემთხვევა უმნიშვნელოვანესია – დასაშვებად ცნობა მოსამართლე ურთმელიძის და თოდუას და სააპელაციო სასამართლოს ერთი მოსამართლის და ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას. თუ დიდი პალატა ამ მნიშვნელოვან საკითხზე საჩივარს მიიღებს წარმოებაში, შემდეგ განიხილავს და დაადგენს, რომ მაგალითად მოსამართლე ურთმელიძე იყო მიკერძოებული, საქმე სრულად დაინგრევა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამ დროს ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშზე იქნება რეგისტრირებული, საქმის შეტრიალება შეუძლებელი გახდება. ამიტომ ახლა ქიბარ ხალვაშის კანონსაწინაარმდეგო დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტირტუციის, ევროპული კონვენციის დარღვევა და შესაძლოა, თანამდებობრივი დანაშაულიც“,– აცხადებს გვარამია. 

დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვწტილება ძალაში შევიდა. დროებითი ღპნისძიება გაუქმდა იმიტომ, რომ ის წაბმულიყო რუსთავი 2–ის მოთხპვნაზე, რომელიც ჩვენთვის სრულიად გაურკვევლად დაუველად იქნა ცნობილი. 

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp