ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს

"რუსთავი 2"–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ვიდრე არ ამოიწურება გასაჩივრების ყველა შესაძლებლობა, არხის მფლობელის შეცვლა ჩაითვლება ოპოზიციური მედიის დახურვის მცდელობად. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ ომი იქნება, მისი გუნდი იომებს. 

"კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ბიძინა ივანიშვილს, ამ კომპანიის წართმევა, ვიდრე არ ამოიწურება ყველა შესაძლებლობა კომპანიის დამოუკიდებლობის შენარჩუნების, ჩაითვლება ამ კომპანიის და იმედი მაქვს, ქართული საზოგადოების, დასავლური პოლიტიკური პარტიების მიერ ჩაითვლება ოპოზიციური მედიის ძალით დახურვის მცდელობად. და ეს საკითხი მცდელობას ვერ გასცდება. სანამ მინიმალური შესაძლებლობა არ ამოიწურება სრულად,  "რუსთავი 2"–ში დამფუძნებლის შეცვლა იქნება უკანონო. ჩაატარეთ ღია ადმინისტრაციული წარმოება, განიხილეთ კანონის შესაბამისად... 

მე არ ვაპირებ „რუსთავი 2“-ს ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას, ქიბარ ხალვაშს საერთოდ არ განვიხილავ აქტორად. მოწინაღმდეგე „რუსთავი 2“-ს, ჩემი, ჩემი კოლექტივის, ჩემი კოლექტივის სარედაქციო დამოუკიდებლობის, ჩემი უმაღლესი კვალიფიკაციის, დასავალურ ფასეულობაზე მომუშავე ჟურნალისტების და ყველა დანარჩენის, ვინც ამ კომპანიაშია, არ ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილისთვის უფლების მიცემას, რომ ეს ყველაფერი გასრისოს ერთ დღეში. არც შემთხვევით არ მაცვია კამუფლაჟი, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება ჩვენ ვიომებთ და ჩვენ ეს შეგვიძლია, აქამდე ყოველშემთვევაში ბევრჯერ დავამტკიცეთ და იმედი გვაქვს, რომ მარტო ამ ომში არ ვიქნებით“, - დასძინა ბრიფინგის ბოლოს ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"

რას გეგმავს „რუსთავი 2“: „ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს“

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოჯახი – პოლიციის განყოფილებაში 3–საათიანი დაკითხვის შემდეგ 15 მოზარდი მე–9 სართულიდან გადმოხტა